ბათუმის ტრაგედიის შემდეგ ადგილობრივები შიშით ცხოვრობენ. მოქალაქეები მერიისგან შენობების შემოწმებას ითხოვენ, თუმცა ექსპერტიზამ, პირველ რიგში, ორად გაყოფილი სახლის ბედი უნდა გადაწყვიტოს. სახლის, რომელიც სიმბოლო გახდება იმ უკანონო მშენებლობების, რომლითაც მთელი ქვეყანაა მოცული.
26 მაისის 13 ნომერში დღეს შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.
ამ დროისთვის სასტუმროში გადაყვანილია 23 ოჯახი, ნაწილი კი თავად გადავიდა ალტერნატიულ საცხოვრებელში.
ნგრევის დღეს ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები შენობებიდან თავის დაღწევას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ნაწილი მაშველებმა სახანძრო კიბის საშუალებით გამოიყვანეს.
დანგრეული კორპუსის მიმდებარე სადარბაზოები ახლა დაცარიელებულია. კორპუსში 53 ოჯახი ცხოვრობდა.