დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი 4 პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 1 პირს წარუდგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.