20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მამაკაცს მიკროავტობუსით არალეგალები გადაჰყავდა

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მიკროავტობუსით ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალები გადაჰყავდა.

42 წლის ქართველ მამაკაცს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ირკვევა, რომ მძღოლი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა, რის შემდეგაც მიკროავტობუსს სამართალდამცველებმა საბურავებში ესროლეს.

ქართველი მძღოლის მართვის ქვეშ მყოფ მიკროავტობუსში პოლიციის ოფიცრებმა 12 არალეგალი აღმოაჩინეს, რომლებიც ძირითადად თურქეთის და ერაყის მოქალაქეები არიან.

დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები