20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
2020 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 254 საქმეზე დაიწყო გამოძიება - "კოალიცია თანასწორობისთვის"

2020 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 254 საქმეზე დაიწყო გამოძიება - ამის შესახებ "კოალიცია თანასწორობისთვის" ანგარიშში წერია.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკების საქმიანობაში არსებული სისტემური პრობლემებიც.

"კოალიცია თანასწორობისთვის" სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა. მათი თქმით, ეს კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობას. ასევე დღეს გაიგზავნა ჩრდილოვანი ანგარიში, სადაც საკუთარი პოზიციები წარუდგინეს აღნიშნულ კომიტეტს. წარუდგინეს პრობლემები და საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

დღის ამბები