20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დავით-გარეჯის საქმეზე გამოიკითხოს - სასამართლომ ტერიტორიების გასხვისების მცდელობის განხილვა განაახლა

4 თვიანი პაუზის შემდეგ სასამართლო დავით-გარეჯის საქმის განხილვას ხელახლა იწყებს. მიზეზი მოსამართლის ცვლილება გახდა.

პარალელურად, ქვეყნისთვის საზიანო მოქმედებებისთვის მთავარ საქმეზე ძიება აქტიურ რეჟიმშია. შესაძლოა, გამოკითხულთა სიას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაემატოს, თუმცა, იქნება თუ არა ის ბრალდებული ტერიტორიების გასხვისების მცდელობის საქმეზე, ჯერ უცნობია.

დავით გარეჯის საქმეზე ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, ზემდგომი პირების დავალებით, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გასხვისებისკენ მიმართულ ქმედებას ედავებიან. ბრალდების მიხედვით, 2006-2007 წლებში საზღვრის დამდგენმა კომისიამ ქვეყანას 3500-მდე ჰექტარი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე შეუქმნა, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა. ვისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს გამოძიება ზემდგომი პირებიდან, უცნობია. ცნობილია, რომ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვა 27 ოქტომბერს დაიწყება. პროკურატურის მოწმეთა ნუსხაში საქართველოს პრემიერმინისტრი და პრეზიდენტიც არიან.

დღის ამბები