20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
კოვიდინფიცირებული ორსულების რიცხვი იზრდება, ბავშვთა კლინიკები კი შეივსო - რთული მეხუთე ტალღა დაწყებულია

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი არასახარბიელო სტატისტიკაზე საუბრობს. კლინიკაში ბოლო ერთ კვირაში 10 ინფიცირებული ორსული შეიყვანეს. სხვა პაციენტებისგან გასხვავებით, იმუნური სისტემა, ასეთ პერიოდში, შედარებით დაბალია და თანდართული კოვიდის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მძიმე მხოლოდ ერთი ფეხმძიმეა, ვაქცინირებული კი არც ერთი არ არის.

ბაღებისა და სკოლების დახურვის შეუქცევადი პროცესი პედიატრიულ კლინიკებზე უკვე აისახა. დღეს ციციშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში არც ერთი ადგილი თავისუფალი არ იყო. კოვიდკლინიკის თერაპიულ ზონაში 140 ინფიცირებული ბავშვი რჩება ინფიცირებულ მშობლებთან ერთად. ერთჯერადად აცრილი მხოლოდ ორი მათგანია.

სპეციალისტები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას კიდევ ელოდებიან. კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი უკვე 33 000-ს მიუახლოვდა. კოვიდდადასტურებული პაციენტების 99%, ვინც რეანიმაციაში მოხვდა, ვაქცინირებული არ იყო.

სპეციალისტების პროგნოზით, ვაქცინაციის ამ ტემპით 2022-შიც შიშის, რისკისა და საფრთხის ქვეშ იქნება ქვეყანა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ასეთ ვითარებაში ოქტომბრის ბოლოდან კოვიდის და სეზონური გრიპის თანდართვის ფაქტები - ტვინდემია გარდაუვალი, შედეგები კი მძიმე იქნება.

სპეციალისტებისთვის იმედისმომცემია დაანონსებული ე.წ. ვაქცინაციის მარათონი. ფიქრობენ, რომ სოფლებში მობილური ბრიგადების გაზრდა გარკვეულ როლს ითამაშებს და ოქტომბრის ბოლოსთვის აცრილთა მაჩვენებელი გაიზრდება.

დღის ამბები