გიგი უგულავა 15 ოქტომბერს ჩატარებული PCR ტესტის პასუხს აქვეყნებს. როგორც გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, 15 ოქტომბერს, როდესაც ის თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა, ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებული იყო.
"მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა
წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ "გამოჭერა" აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი
და ბოლოს აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას," - წერს ფეისბუქზე გიგი უგულავა.