25 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
"თბილისი პრაიდის" წევრი გიორგი თაბაგარი 2 თანმხლებ პირთან ერთად დააკავეს

სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული "თბილისი პრაიდის" წევრი, გიორგი თაბაგარია. 

შსს "რუსთავი 2-თან" 3 პირის დაკავებას ადასტურებს. მათივე განმარტებით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები