20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
რა კავშირი აქვს თბილისში მომხდარ მკვლელობასთან ბათუმის ყოფილ ვიცემერს - ზურაბ ბერიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბათუმის ყოფილი ვიცემერის, ზურაბ ბერიძის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

"კურიერის" ინფორმაციით, ბერიძის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე 1 საათია მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, გასულ ღამით თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

მოკლულ ანასტასია შატალოვას რამდენიმე თვის წინ დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცემერთან, საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა თბილისში, კამანის ქუჩაზე მოხდა. შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიებას უკვე დადგენილი ჰყავს დანაშაულის მონაწილე.

ამავე თემაზე
დღის ამბები