16 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერება - საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმება შედგა

ამ წუთებში მოეწერა ხელი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმებას, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ლოიდ ოსტინი და ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

უწყებაში ლოიდ ოსტინის პატივსაცემად ოფიციალური დახვედრის ცერემონიალიც გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

დღის ამბები