08 ოქტომბერი 2026,   09:44
ვრცლად
თეთრიწყაროში, ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთება მიმდინარეობს

თეთრიწყაროში, ზაფხულში, ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში 44 საცხოვრებელ სახლს უტარდება რეაბილიტაცია.

სამუშაოები მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება მილიონ ლარს აღემატება. სახურავების შეკეთების პროცესს სოფელ ჭივჭავში მუნიციპალიტეტის მერი აკვირდებოდა.

დღის ამბები