თელავში ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი სიმფონიურ ორკესტრთან და საოპერო გუნდის სოლისტებთან ერთად ხელმძღვანელობდა.
დასახელდნენ თელავის საპატიო მოქალაქეები. ერეკლეობისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები ქალაქის რამდენიმე ადგილას მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.