"არ გვაქვს სიურპრიზები ურთიერთობაში" - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმების გაფორმების შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომელიც ასე ჟღერდა: - ბატონო მინისტრო, ყველაფერს იღებთ აშშ-ისგან, რაც გჭირდებათ?
"ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს სიურპრიზები ურთიერთობაში," - უპასუხა მინისტრმა მედიის წარმომადგენელს.