16 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ამ ეტაპისთვის შეზღუდვებისთვის ინიციატივები არ გვაქვს - ეკატერინე ტიკარაძე

ხომ არ იგეგმება შეზღუდვების შემოღება ქვეყანაში - ეკატერინე ტიკარაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მსგავსი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს.

რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რათა სადაც კი ვირუსის გავრცელების კერა აღმოჩნდება, ლოკალურად მოგვარდეს პრობლემა.

"ამ ეტაპისთვის შეზღუდვებისთვის ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ალბათ ადგილზე ვიმსჯელებთ უკვე ყველა იმ მრავლობითი ფაქტორის გათვალისწინებით, თუ რა იქნება შემდეგი ღონისძიებები. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, ვინაიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, ხდება კლასების, სკოლების დახურვა და მე ვთვლი, რომ სწორედაც ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამ მყისიერი რეაგირებიდან გამომდინარე, თავი ავარიდოთ შემდეგ გლობალურ ჩაკეტვებს," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოში ბაღების და სკოლების გარკვეული რაოდენობა დახურულია. დაახლოებით 700-მდე კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. 

დღის ამბები