თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორისა და ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანაში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ეპიდვითარების შეფასებასაც არა აქვს აზრი.
დევი ტაბიძის განცხადებით, ბოლო დროს დედაქალაქში გამართული მასობრივი შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს.
"ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ამ მომენტში შეფასებასაც უკვე აზრი არ აქვს იმდენად მძიმე მდგომარეობაა ისეთი მასობრივი შეხვედრების შემდეგ, როგორიც თბილისში ტარდება და ა.შ. ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს.
მარტო იმაზე აქცენტირება, რომ ადამიანები არ არიან აცრილები, ამას შეგვიძლია დავამატოთ სოციალური პასუხისმგებლობა, დისტანცია, ნიღაბი და ა.შ.
კოლაფსი შეიქმნება ის, რომ ბაღში ვეღარ ვატარებთ, კოლაფსი იქნება სკოლაში ვეღარ წავალთ, უნივერსიტეტები დაიკეტება და ა.შ. გადავალთ ონლაინ რეჟიმზე," - აცხადებს დევი ტაბიძე.