19 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
თუ ასეთი სტატისტიკით წავედით, მეორე პრობლემა ის არის, რომ ჩვენი შვილები სკოლაში ვერასდროს ივლიან - მალვინა ჯავახაძე

თსუ-ს პროფესორი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე აცხადებს, რომ კოვიდვირუსის შესაჩერებლად მოსახლეობის 90% მაინც უნდა იყოს აცრილი. 

ინფექციონისტის თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული სტატისტიკა საგანგაშოა და თუ მსგავსი სტატისტიკა გაგრძელდა, ბავშვები სკოლაში ვერასდროს ივლიან და ეკონომიკა მთლიანად ჩამოინგრევა.

"მოსახლეობის 90% მაინც უნდა იყოს იმუნიზირებული ვირუსმა ცირკულაცია რომ შეწყვიტოს გარემოში. აქედან გამომდინარე, ახლა ვდგებით რეალური საგანგაშო სტატისტიკის წინაშე, კიდევ იმდენი პერიოდი დაგვჭირდეს დანარჩენი მეორე ნახევრის იმუნიზაციისთვის? ეს იქნება ძალიან ცუდი.

ვირუსს აღმოაჩნდა ისეთი თვისება, რომ გააჩნია მუტაციის უნარი. დროთა განმავლობაში იგი იცვლის თავის მოდიფიკაციას და უფრო და უფრო ძლიერი, რომლის გამოც მიმდინარეობს დაავადება, უფრო და უფრო სწრაფად გადამდები ხდება.

თუ ასეთი სტატისტიკით წავედით, მეორე პრობლემა ის არის, რომ ჩვენი შვილები სკოლაში ვერასდროს ვერ ივლიან, ეკონომიკა მთლიანად ჩამოგვენგრევა," - აცხადებს მალვინა ჯავახაძე.

დღის ამბები