19 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი" - რას ყვება მოკლული ანასტასია შატალოვას დედა

"კურიერი" მოკლული ანასტასია შატალოვას დედას დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრის თქმით, მის შვილს არავისთან ჰქონია კონფლიქტი, გარდა ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძისა

ანასტასია შატალოვას დედა ასევე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ საქმეზე მხოლოდ ის ფაქტები იცის, რასაც მედია ავრცელებს. დამატებითი ინფორმაცია კი არ აქვს. 

ოჯახს ახლა ის უნდა, რომ ბავშვი მათთან ერთად გაიზარდოს. 

დღეს საქართველოში ანასტასია შატალოვას მამა ჩამოფრინდა. 

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სამი პირი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცები გლდანში ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა, სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, გამოიყენა ხელყუმბარა, თუმცა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად სამივე პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. დაკავებულები კი, ადვოკატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულეს.

უფლებადამცველების თქმით, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები მოკლულ ანასტასია შატალოვას არ იცნობდნენ.

დღის ამბები