გურჯაანში, მეზობლის მიერ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა. ცოლი ადგილზე გარდაიცვალა, ქმარი კი საავადმყოფოში.
"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.