19 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
კოვიდპასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ექიმები ეპიდმდგომარეობას კატასტროფულად აფასებენ და რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ

კატასტროფული ვითარება - სწორედ ასე აფასებენ ექიმები ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობას.

სპეციალისტები თვლიან, რომ დადგა დრო, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. მათი ნაწილი, ასევე, თვლის, რომ მოქალაქეების დაცვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება კოვიდპასპორტების, ანუ ე.წ "მწვანე საშვის" შემოღებაც, რომლის წარდგენის შემდეგ უნდა დაიშვებოდნენ ისინი დახურულ სივრცებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

"მდგომარეობა არის კატასტროფული, ამას სხვა შეფასება ვერ მოჰყვება. ყველაფერი მოსალოდნელია, შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს. რეგიონებში ადგილი არ იყოს, ქალაქი გადაივსოს. უკვე დგება ის მომენტი, რომ აცრა უნდა გახდეს სავალდებულო გარკვეული კატეგორიის მუშაკებისთვის, რომელთაც კავშირი აქვთ ბავშვებთან, სტუდენტებთან, საჯარო მოსამსახურეები და ა.შ,"- აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები