ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდთან დაკავშირებით მობილიზებული 9000 საწოლიდან ამ დროისთვის დაკავებულია 5679. მინისტრის მოადგილის თქმით, თავისუფალი საწოლები არის ძირითადად თბილისსა და აჭარაში, ვინაიდან აღნიშნულ ქალაქებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელებია და შესაბამისად, ინფექციის გავრცელება შემცირებულია:
"უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისსა და აჭარაში. რადგან გამომდინარე ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან დღეს თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი არის დაბალი და ვიყენებთ ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.