31 აგვისტო 2026,   04:15
ვრცლად
ხმაური საქალაქო სასამართლოსთან - "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ 

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლოსთან - თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული 27 პირის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავენ.

ხმაური სასამართლოსთან აქტივისტების გამოჩენას მოჰყვა, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი ერი მხრივ სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ, რადგან ახლა იმართება მათი თქმით, უდანაშაულო ადამიანების პროცესი, მეორე მხრივ კი, გარკვეული რეპლიკებით მიმართავდნენ ჟურნალისტებს. სწორედ ამას მოჰყვა რამდენჯერმე სიტუაციის დაძაბვა და შელაპარაკება მედიის წარმომადგენლებთან. 

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, გაკეთდა ცოცხალი ჯაჭვიც იმისათვის, რომ უსაფრთხოება მეტად დაცული ყოფილიყო. 

 

დღის ამბები