23 აპრილი 2024,   23:45
ვრცლად
სად მდებარეობს ქოლ-ცენტრი თბილისში საიდანაც უცხოელებს თანხებს სძალავდნენ - "კურიერმა" ტრანსნაციონალური დანაშაულის დეტალები გაარკვია

"კურიერმა" გაარკვია, რომ 2 დღის წინ, ნუცუბიძის ქუჩაზე, რამდენიმე წერტილში, ერთდროულად ჩატარდა, როგორც დაკავების, ასევე სამძებრო-ჩხრეკის ოპერაციები. საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, რომელიც ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცავებმა ერთად გახსნეს.  

ქოლ-ცენტრი, საიდანაც საქართველოს 6 და ისრაელის 1 მოქალაქე დააკავეს, ამ დროისთვის დაკეტილია. ქოლ-ცენტრი სწორედ ეს ის ადგილია, საიდანაც დაჯგუფების წევრები უცხოელებს თანხებს სძალავდნენ და ასე ეუფლებოდნენ მილიონობით ლარს. "კურიერის" ინფორმაციით, ქართველებთან ერთად უცხოელებიც მუშაობდნენ. მეორე ოფისი განთავსებული ნუცუბიძის 201 ნომერში, ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩხრეკის ოპერაცია 2 დღის წინ ჩატარდა. 

ქართულ-გერმანულმა გამოძიებამ დანაშაული გახსნა, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს. ტრანსნაციონალურ დანაშაულში სულ მცირე 7 პირი მონაწილეობდა. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. საგანგებო ბრიფინგი ამ საკითხზე პროკურატურაში გერმანიის ელჩის მოადგილის მონაწილეობით გაიმართა.

დღის ამბები