18 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა აფხაზეთში - შეიარაღებულმა მამაკაცმა ქურდის ნაცვლად მეგობარი მოკლა

ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობა მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ააცში კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობის ქურდობას მსხვერპლი მოჰყვა.

შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, 5-მა პირმა, მათ შორის - რენატ ფაჩალიამ, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მაინინგ მოწყობილობის ქურდებს, თუმცა რენატფაჩალიას მიერ ნასროლი ტყვია მისსავე მეგობარს, ასტამურ არძინბას მოხვდა, რომელიც მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

ფაჩალიას წინააღდეგ საქმე 2 მუხლით აღიძრა, მკვლელობისა და ასევე, წინასწარი შეთქმულების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენა, ტარება, რეალიზაცია და შენახვა.

დღის ამბები