20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის" - დავით რეხვიაშვილი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა კლინიკაში კვლავ მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება, თუმცა ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება. დავით რეხვიაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ მათ კლინიკაში ინფიცირებულ ბავშვთა მშობლებიც მკურნალობენ და არცერთი მათგანი ვაქცინირებული არ არის.

"კლინიკაში, ამ ეტაპზე, მკურნალობს 108 პაციენტი, მომართვიანობა ნარჩუნდება მაღალ ციფრებზე, მაგრამ, რაც მთავარია, აღარ შეინიშნება ზრდის ტენდენცია.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას - არცერთი არ არის კრიტიკულად მწვავე. ინტენსიურში ადგილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა დღეს გადაგვყავს პაციენტები განყოფილებებში, ასე რომ დაახლოებით 1 საათში ინტენსიურში ადგილები გათავისუფლდება.

ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის,"- აცხადებს დავით რეხვიაშვილი

დღის ამბები