ახალი გზა ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით - 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათ-ნახევრით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად ორ საათ-ნახევარი დასჭირდება.
მთლიანობაში ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2023- 2024 წლისთვის.
"გზა, რომელიც აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის, უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2 საათ-ნახევარში იყო უსაფრთხო გზით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. თავის მხრივ, ითვალისწინებს როგორც კურორტი აბასთუმნის შემოვლით გზას, ასევე რეალურად, ახალი სიცოცხლე იქნება კურორტი საირმესთვის," - ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.