კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში დამატებით 50-მდე პედაგოგი გადაამზადა. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მთავარი მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.
ტრენინგი ამჯერად თბილისთან ერთად რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებელს ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში, სულ 500-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა.