29 აგვისტო 2026,   11:42
ვრცლად
"თუ ვინმე გიშლის ამ უფლებამოსილების განხორციელებაში, შეგიძლია მიმართო პოლიციას" - ირაკლი ჩიქოვანი გიორგი მუმლაძეს

ზუგდიდში დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანსა და ორგანიზაცია "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრს გიორგი მუმლაძის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჩიქოვანმა მუმლაძეს მოუწოდა, დარღვევის შესახებ სამართალდამცავებისთვის მიემართა. 

"სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, თავისუფლად შეგიძლია განახორციელო შენი უფლებამოსილება, თუ ვინმე გიშლის ამ უფლებამოსილების განხორციელებაში, შეგიძლია მიმართო პოლიციას, რომელზეც თქვი, რომ აქ იყო. მეორე, თუ თვლი, რომ ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს, ასევე შეგიძლია მიმართო. მე შენს მოყოლილ ისტორიას არ და ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მიკერძოებული ხარ ამ შემთხვევაში. ვიდეოკადრები მივიტანოთ პოლიციაში," - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა გიორგი მუმლაძეს.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ზუგდიდის მე-20 უბანი არ არის პირველი, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" მათთან აპელირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად და ასევე მედიის წარმომდგენლებთან, დაძაბულ მდგომარეობას ქმნიან. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება და ძალადობას არ ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

დღის ამბები