ბათუმში თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგები ცნობილია - ცესკოს პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა პარტია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა - არჩილ ჩიქოვანმა მოიპოვა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმის 105 უბნის შედეგები სრულად დათვალა.
მმართველი პარტიისა და ენმ-ს მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" არჩილ ჩიქოვანი 51.018%
"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი კირთაძე 48.982%
გიორგი კირთაძე თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგებს არ აღიარებს.