31 აგვისტო 2026,   03:32
ვრცლად
"ეს გამარჯვება ეკუთვნის ოზურგეთის მომავალს" -  არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეებმა ოზურგეთში მხარდამჭერებს მიმართეს

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოზურგეთში გამარჯვება იზეიმეს. პარტიის მხარდამჭერები ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ ავტომობილების კოლონებით ქალაქში შეძახილებით გადაადგილდებოდნენ, იყო ფეიერვერკიც.

მოგვიანებით, ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეებმა სიტყვით მიმართეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ეს გამარჯვება ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ეს გამარჯვება ეკუთვნის ოზურგეთის მომავალს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საარჩევნო შტაბის წევრებს, თითოეულ ადამიანს, ვინც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, ვინც მხარს გვიჭერდა და ვინც სხვებსაც არწმუნებდა, რომ მხარდაჭერა სწორედ ოზურგეთის მომავალს, ავთანდილ თალაკვაძეს და "ქართული ოცნების" გუნდს ეკუთვნის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები