31 აგვისტო 2026,   05:05
ვრცლად
ერთი წუთიც არა აქვს ბათუმს დასაკარგი, რათა მიაღწიოს მომავალ განვითარებას და ჭეშმარიტად გახდეს ევროპული ქალაქი - არჩილ ჩიქოვანი

არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატები წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით პირველ კომენტარებს აკეთებენ. მათ შორის არის არჩილ ჩიქოვანი. მან ბათუმში ამომრჩევლის 51%-ზე ოდნავ მეტი ხმა მიიღო. არჩილ ჩოქოვანს 2%-ით ჩამორჩება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი.

არჩილ ჩიქოვანი მადლობას უხდის ამომრჩეველს და მოსახლეობას გამარჯვებას ულოცავს.

"მინდა მადლობა გადავუხადო იმ 77 ათასს ამომრჩეველს, რომელიც ურნასთან მივიდა, განსაკუთრებით ჩვენს ამომრჩეველს და იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა ქვეყნის მომავალ განვითარებას, ჩვენი ქალაქის ევროპულ მომავალს. ვულოცავ სრულიად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენი პროგრამული ხედვების რეალიზება დაიწყება პრაქტიკულად დაუყოვნებლივ, ერთი წუთიც არა აქვს ქალაქ ბათუმს დასაკარგი, რათა მიაღწიოს მომავალ განვითარებას და ის ჭეშმარიტად გახდეს ევროპული ქალაქი," - აცხადებს ბათუმის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" არჩილ ჩიქოვანი.

დღის ამბები