16 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ და საბოლოოდ უარი ვუთხარით ნაცმოძრაობას, ახლა ხელისუფლებაზეა ჯერი - ლია კრიალაშვილი

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და, და სულხან მოლაშვილის მამა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურებიან.

კრიალაშვილის თქმით, თუ აქციაზე ოპოზიცია დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდება, ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

იგეგმება თუ არა 6 ნოემბერს კონტრაქცია, თამაზ მოლაშვილი პასუხობს, რომ აქციების ჩატარება ამ ეტაპზე მხოლოდ დროის დაკარგვაა.

გია კრიალაშვილის დის განცხადებით, ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობას" საბოლოო უარი უთხრა. 

"ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ და საბოლოოდ უარი ვუთხარით ნაცმოძრაობას. ახლა ხელისუფლებაზეა ჯერი. აქციების დროს თუ დესტაბილიზაციას ააგორებენ, მაშინვე უნდა იქნეს, ჩემი აზრით, აღკვეთილი მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ესენი თუ არ დაისაჯნენ სათანადოდ და კვლავ კოჰაბიტაცია გაგრძელდება მათთან, საქართველო არასდროს არ დაწყნარდება, ვიქნებით ამ რეჟიმში,"- აცხადებს კრიალაშვილის და. 

დღის ამბები