28 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
მომავალი წლიდან ძველი შენობა ნაგებობების ახლით ჩანაცვლდება დაიწყება, არცერთი დაუმთავრებელი შენობა ნაგებობა არ იქნება თბილისში - კახა კალაძე

მომავალი წლიდან ძველი შენობა ნაგებობების ახლით ჩანაცვლდება დაიწყება - ამის შესახებ დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა თბილისის მთვარობის სხდომაზე განაცხადა. კაxა კალაძემ დაუსრულებელ მშენებლობებზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ კიდევ ბევრ დაზარალებულ ოჯახს დაეხმარებიან:

"უკვე უნდა დავიწყოთ მომზადება იმისთვის, რომ მომავალი წლიდან დავიწყოთ კონკრეტული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ახლით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ყველანაირი პირობა შევუქმნათ ცხოვრებისთვის.

​დაპირება გვაქვს მიცემული, რომ არცერთი დაუმთავრებელი შენობა ნაგებობა არ იქნება თბილისში, 10 ათასამდე ოჯახს დავეხმარეთ და გავაბედნიერეთ, ეს იყო ცენტრ პოინტის, სვეტის, ოლიმპიური ვარსკვლავის, აქსისის დაზარალებულები. ის პატარა კომპანიები, რომლებიც რჩება რა თქმა უნდა სწრაფად უნდა იყოს მოწესრიგებული და ანალოგიური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ მათაც," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები