16 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
"სიტყვის თავისუფლება თუ დასჯადია, აჰა, ბატონებო, ხელები და დამსაჯეთ..." - რას აცხადებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმის მოწმეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმის ფიგურანტების გამოკითხვები ისევ გრძელდება. ხუთ მოწმეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე მოუსმინეს, მეექვსეს კი საღამოს გამოკითხავენ.

"თავისუფალი ზონის" აქტივისტმა, მაკა მინდიაშვილმა ისაუბრა, თუ რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს და ამასთან, განმარტა, თუ რა მიზნით იკრიბებიან აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

გარდა ამისა, საქმის მოწმის თქმით, გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა

"ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება თუ დასჯადია, აჰა, ბატონებო, ხელები და დამსაჯეთ... ჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები - ვადასტურებთ თუ არაა... ბევრი რამ არ მახსოვდა. ბესიკის [წერედიანი] დაჭერა უნდათ თუ განეიტრალება ამ პროცესებისგან, მე უფრო ეს შთაბეჭდილება დამრჩა. შეიძლება როგორ უნდა შეგვეშალა ხელი იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში არ მოხვედრილიყო.

მაგ შეკრებაზე კონკრეტულად შევიკრიბეთ იმიტომ რომ ჯანდაცვასთან უნდა გაგვეკეთებინა აქცია," - განაცხადა "თავისუფალი ზონის" აქტივისტმა, მაკა მინდიაშვილმა.

დღის ამბები