თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ რამდენიმე ხანში შესაძლოა COVID-19-ით დღიურად ინფიცირების მაჩვენებელი 7 000-მდე გაიზარდოს. დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 8 ათასამდე გაიზრდება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ქვეყანა უფსკრულის წინაშე დგას.
"7 000-მდე შეიძლება ამ ბოლო რამდენიმე ხანში გაიზარდოს და ეს იქნება სრული კატასტროფა. 8 000 - ჩათვალეთ, რომ ეს მართლა უფსკრულის წინაშე ვდგავართ. ამიტომ, ადამიანებმა რაღაცნაირად თავი უნდა დაიცვან. მარტო შენს თავს არა, სხვასაც იცავ," - ამბობს დევი ტაბიძე.