ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ.
მთავარი მოთხოვნა, ტრადიციულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. სწორედ ამ მოთხოვნით სკანდირებენ აქციის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სახელს.
ზუგდიდში შეკრებილები ასევე აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლებსაც ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებს.
პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მანდატების დატოვება პერსონალური გადაწყვეტილებაა და ვისაც როგორ მიაჩნია სწორად ისე იქცევა.