რა პრივილეგიით ისარგებლებენ ვაქცინირებული ადამიანები - დეტალები ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს. გუშინდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პირველად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, შეთანხმდნენ, რომ კოვიდსაშვის ამოქმედება ქვეყანაში რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
ეპიდემიოლოგები კიდევ ერთხელ ახსენებენ მოქალქეებს, რამდენად რეალური საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა გართულებული ეპიდვითარების გამო და დროული იმუნიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
"საკმაოდ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, რასაც მიუთითებს ბოლო 2 კვირის მაჩვენებლები. როდესაც ასეთი დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, ყოველთვისაა რისკები ეპიდსიტუაციის გაუარესების. ამას შემდეგ მოჰყვება მძიმე პაციენტების რაოდენობისა და ლეტალობის ზრდა. სადაც მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ, 50%-ზე მეტი ვაქცინირებულია, დაბალია სიკვდილიანობა. მე ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია და ამით ხელი შეუწყონ პანდემიის დასრულებას,"- აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება ქვეყანას დიდ ადამინური დანაკარგი ექნება.