07 მაისი 2024,   21:21
ვრცლად
ქართველი ძმების კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ესპანეთში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია  საქართველოს 9 მოქალაქე

ესპანეთში ქართველების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა. სამოქალაქო გვარდიამ ალიკანტეში ქართული კრიმინალური დაჯგუფება გამოავლინა. სულ დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე.

ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ. მხოლოდ ერთ ღამეში მათ 5 ბინის გაძარცვა მოახერხეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია, ნაძარცვი ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.

დღის ამბები