31 აგვისტო 2026,   00:40
ვრცლად
ვაქცინა სარწმუნოდ იცავს ადამიანს რეანიმაციაში მოხვედრისგან ​და გარცადვალებისგან - თენგიზ ცერცვაძე​

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ვაქცინაციის ეფექტურობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და განმარტავს, რომ ვაქცინა ადამიანს განსაკუთრებით რეანიმაციაში მოხვედრისა და სიკვდილიანობისგან იცავს. 

 "არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ ვაქცინაცია იცავს, როგორც გადადებიდან, გაცილებით მეტად იცავს ვაქცინა შემთხვევის დამძიმებისგანჰოსპიტალიზაციისგან და განსაკუთრებით რეანიმაციაში მოხვედრისგან, ძალიან ეფექტიანად და სარწმუნოდ კი იცავს, გარცადვალებისგან,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის ეფექტურობასა და ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა ბავშვებში 90 680-ია, ორსულებში კი 7 338. 

დღის ამბები