20 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ახალი პროექტი დაიწყო

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ, ახალი პროექტი დაიწყო. მიზანი დამწყები და გამოცდილი მკვლევარების გაერთიანებაა.

"პროექტი მკვლევართა რესურსის გაზრდას ემსახურება. მისი მიზანია სპეციალისტებმა ერთად იმუშაონ, რადგან უკეთ დაინახონ საბჭოთა გავლენა დღევანდელ საქართველოზე. თუ როგორ აისახება ის ხალხზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კარგად ვხვდებოდეთ თუ რა გავლენა აქვს დღევანდელ რეალობაში საბჭოთა წარსულს,"- განაცხადა ნორვეგიის საელჩოს მისიის თავმჯდომარის მოადგილემ მარკო სოლდიჩიმ.

პროექტის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

"პროექტი, რომელსაც ნორვეგიის საელჩო უჭერს მხარს, არის გამიზნული რომ მკვლევართა რესურსი გაიზარდოს, ვინც დაინტერესებული არის საბჭოთა პერიოდის, საბჭოთა ტოტალიტარიზმის და განსაკუთრებით გვიან საბჭოთა რეალობის კვლევით.

მორიგ ჯერზე ვცდილობთ, რომ ძალიან მოტივირებული, დაინტერესებული დამწყები ან უკვე საკმაოდ გამოცდილი მკვლევრები გავაერთიანოთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ პრაქტიკული კუთხით და მათი კვლევითი საკითხების მაქსიმალურად სიღრმისეულ შესწავლაში დავეხმაროთ," - ამბობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის ხელმძღვანელმა ირაკლი ხვადაგიანი. 

დღის ამბები