19 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
რუსთავის მე-12 ციხეში მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს - საქმე 2011 წელს ჩადენილ წამებასა და სექსუალური ძალმომრეობით ქმედებას ეხება

რუსთავის მე-12 ციხეში მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2011 წელს ჩადენილ წამებასა და სექსუალური ძალმომრეობით  ქმედებას ეხება.

ეს არის სისხლის სამართლის მე-13 საქმე, რომელშიც მეგის ქარდავა ფიგურირებს და სავარაუდოდ, ბრალი წარედგინება. ქარდავამ ჩვენების მიცემაზე, გამოძიებისადმი უნდობლობის მიზეზით, უარი თქვა.

მეგის ქარდავას ადვოკატის თქმით, საქართველოს პროკურატურა მას ბრალს ვერ წაუყენებს მანამ, სანამ უკრაინის სახელმწიფო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე თანხმობას არ განაცხადებს.

"ზოგადი მიმოხილვა მოხდა ძალიან მცირე დროით, მას შემდეგ, როდესაც პროკურატურამ მას გააცნო ე.წ. განჩინება მისი დაკავების შესახებ, მისთვის ეს იყო მოულოდნელი და პირველად გაიგო აღნიშნული პირების სახელები და გვარები.

ბრალს საქართველოს მთავარი პროკურატურა ვერ წაუყენებს, ვინაიდან კონვენციით არის შეზღუდვა, სანამ უკრაინის სახელმწიფო არ განაცხადებს თანხმობას მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე," - განაცხადა ადვოკატმა გია გოროზიამ.

პროკურორის განმარტებით, მეგის ქარდავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის უწყებას საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.

"პირები, ვინც არიან დაზარალებულები ამ საქმეზე და ერთ-ერთი პირი 2011 წელს სამეგრელოში დაკავებული ტერორიზმის ბრალდებით, შესაბამისად აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით მოხდა მათი წამება და ასევე მათ მიმართ სექსუალური წამების ძალმომრეობითი მოქმედება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. ამ ქმედებაში ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ მეგის ქარდავას მიმართ. გამოძიება ასევე სხვა პირებზეც მუშაობს. ეს პირები არიან იმჟამინდელი საჯარო მოხელეები, სამართალდამცავები," - პროკურორი ლაშა კოტრიკაძემ.

 

დღის ამბები