
მკვლელობა სოფელ ჭალადიდში - არსებული ინფორმაციით, პოლიციელმა გასროლილი ტყვიით საკუთარი კოლეგა მოკლა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის დროს 12 ტყვია გაისროლეს. ფაქტი ცოტა ხნის წინ, პოლიციის განყოფილებაში მოხდა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის მკვლელი პოლიციას უკვე თავად ჩაბარდა.
გამოძიება დაიწყებულია 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.