20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ხვალ საკოორდინაციო საბჭო მწვანე პასპორტების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს

საკოორდინაციო საბჭოზე ხვალ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის, მწვანე პასპორტების შემოღებაზე, ამის შესახებ "კურიერთან" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის მარათონს გარკვეული ეფექტი ჰქონდა, რადგან 2 კვირაში, დამატებით, 3 ათასი ადამიანი აიცრა, თუმცა ეს, მისი შეფასებით, "ზღვაში წვეთია".

"ხვალ საკოორდინაციო საბჭოა და უკვე შეთანხმებულია, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება რიგი მიმართულებებით, მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული 60 წლის ზემოთ მოსახლეობის სტიმულირებასთან დაკავშირებით, რომ ისინი მივიდნენ და აიცრან. ჩვენ უნდა ვიცრებოდეთ ერთმანეთისთვის, უნდა ვიცრებოდეთ ქვეყნისთვის," - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები