20 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
თელავში ერეკლეობას აღნიშნავენ

თელავში დილიდან სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ადგილობრივები ერეკლე მეორის დაბადების დღესა და თელავ-ქალაქობას აღნიშნავენ. 

ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილიც ესწრება. 

"მე ყველას ვულოცავ, არამარტო თელაველებს და კახელებს, მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ეს მეფე იყო გამორჩეული მეფე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

დღის ამბები