31 აგვისტო 2026,   01:03
ვრცლად
ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი - საქართველოში ამინდი უარესდება, რამდენ გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა

ამინდი უარესდება - 10 ნოემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ოთხშაბათს დასავლეთის მიმართულებით იქროლებს 17-22მ/წმ ქარი, მთაში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ 10 ნოემბრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ტემპერატურა +4, +18 გრადუსამდე დაეცემა.

იწვიმებს დედაქალაქშიც. მოსალოდნელია ძლიერი ქარი, 20-25მ/წმ-ის ფარგლებში. ტემპერატურა კი +4, +14 გრადუსი იქნება.

დღის ამბები