საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე უწყებათაშორისი საბჭო რეგულაციებზე მსჯელობს.
მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მსგავსი კოვიდვითარების ფონზე საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებაც მოხდეს. როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები ყველა შემთხვევაში მსგავსია, უნდა იქნას დაცული არსებული რეგულაციები და გააქტიურდეს ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის სისტემა ამ პროცესებს ვერ გაუძლებს:
"ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც გავრცელების პოტენციალით გადაასწრებს დელტა ვარიანტს, ჩაანაცვლებს მას. რადგან მას აქვს გავრცელების პოტენციალი 10-15%-ით მეტი, რა თქმა უნდა ეს პროცესი სადღაც დაიწყება და 6 თვის მერე იქნება, თუ 7-8 თვის მერე შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს.მაგრამ ჩვენ რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ, იგივე გამოწვევის წინაშე გვტოვებს.უნდა ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, რაც არის ინფექციის ბაზისური მართვა და რა თქმა უნდა იმისათვის რომ პანდემია კოვიდსასაკლაოდან გადავაქციოთ მართვად პანდემიად ამის გამოსავალი არის მასიური ვაქცინაცია.გამორიცხულია ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ჩვენ ქვეყნის მოცულობის ერთდროულად 56 ათასი აქტიური შემთხვევის არსებობას," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, გასულ დღე ღამეში კიდევ 2191 ადამიანი დაინფიცირდა, დღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა კი კრიტიკულად დაბალია, აიცრა მხოლოდ 1 204 ადამიანი.