20 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ფაიზერის ეფექტურობა არის 100%, ბავშვები არ ინფიცირდებიან - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ერთადერთი ასაკობრივი ჯგუფი, სადაც "ფაიზერმა" 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, 12-15 წლის მოზარდებია.

"ბავშვების აცრის პროცესი დაიწყო მაისიდან მსოფლიოში, რამდენიმე თვე გავიდა და ისევე, როგორც კვლევების ფაზაში, არცერთი შემთხვევა, სერიოზული გართულების არ დაფიქსირებულა. ერთადერთი, რაც განასხვავებს ამ ჯგუფს [12-15 წლის ასაკი], არის 100%-იანი ეფექტურობა, არცერთ სხვა ჯგუფში "ფაიზერის" ვაქცინას 100%-იანი ეფექტურობა არ უჩვენებია. ბავშვები არ ინფიცირდებიან," - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები