გაიხსნება თუ არა ქვეყანაში კვლავ საველე ჰოსპიტლები? ეს მომდევნო ერთ კვირაში გახდება ცნობილი. საქართველოში ამჟამად არსებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე ზაფხულის მაჩვენებლებს უტოლდება. მედიკოსები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ და ყველას კეთილგონიერებისკენ - დროული აცრისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, მსგავსი ვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება.
"დაიწყო ბუსტერების პროცესი და ეს ძალიან კარგია. ასევე დაიწყო 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა. ესეც გარკვეულ წარმატებულ შედეგს გამოიღებს," - განაცხადა მან.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის მცირედით გაუმჯობესება შეინიშნება.
"კიდევ და კიდევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ამ სტრესული სიტუაციიდან გამოსავლის," - აცხადებს ნოდარ ჩიმაკიძე.