20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ობიექტმა უნდა შეამოწმოს, ექნება თუ არა მომხმარებელს მწვანე სტატუსი, თავად ობიექტს კი ინსპექტირების სამსახური გააკონტროლებს - თამარ გაბუნია მექანიზმის დეტალებზე

როგორ ამოქმედდება მწვანე სტატუსის მექანიზმი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კონტროლის მექანიზმი ორდონიანი იქნება :

"პირველ ეტაპზე, თავად ბიზნეს ოპერატორს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმოს და თავის სივრცეში დაუშვას მხოლოდ ის მომხმარებელი, რომელსაც ექნება მწვანე სტატუსი. მწვანე სტატუსის შემოწმება შესაძლებელია აპლიკაციის საშუალებით, ასევე, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას ქაღალდის მატარებელზე დატანილი ეს ინფორმაცია.

უკვე მეორე დონეზე, შრომის ინსპექტირების სამსახური შეამოწმებს ბიზნეს ოპერატორებს, თუ რამდენად ზედმიწევნით, ზუსტად ხდება ამ რეგულაციების აღსრულება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები