გერმანიაში ყოველდღიურად ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსი 48 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ანგელა მერკელი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ლოქდაუნისთვის ემზადება ჰოლანდია. ავსტრიამ კი შესაძლოა კარანტინი დაუწესოს არავაქცინირებულ მოქალაქეებს, ქვეყნის კანცლერმა ვაქცინაციის ტემპს ქვეყანაში სამარცხვინოდ დაბალი უწოდა. რუმინეთსა და ბულგარეთში აცახდებენ, რომ დაბალი ვაქცინაციით გამოწვეული სიკვდილიანობის გამო ქვეყნებში პროზექტურებია გადავსებული.
იაპონია ზამთარში პანდემიის შესაძლო მეექვსე ტალღისთვის ემზადება. მთავრობა სამედიცინო რესურსების გაზრდას გეგმავს.