31 აგვისტო 2026,   00:39
ვრცლად
81 გარდაცვლილი და 3 700 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის  3 700 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 81 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა  5 277 პაციენტი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3700 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისშია - 1 596 შემთხვევა, შემდეგ კი - აჭარა - 135, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 240, შიდა ქართლი - 307, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
 
ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 56 708 პაციენტი ებრძვის. 

დღის ამბები